ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან მიწის ზედაპირზე ბოლო, მე-12-ე მოზარდი და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Spring News იუწყება.მაშველების ჯგუფი, მწვრთნელთან და მოზარდთან ერთად გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოვიდა.
Spring News-ის ინფორმაციით, მოზარდსა და 25 წლის მწვრთნელს საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.