გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.
ფაქტი შეიცავს სისხლის დანაშაულის ნიშნებს და საქმის მასალები გადაგზავნილია მარნეულის რაიონულ პოლიციაში.