დღეს აბიტურიენტები ინგლისურისა და გერმანული ენის გამოცდას აბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 96%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. რაც შეეხება რუსთავის საგამოცდო ცენტრს რეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 25 აპლიკანტი არ გამოცხადდა . არ ყოფილა არცერთი დაგვიანების შემთხვევა. შეგახსენებთ, ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში,ასევე ზოგად უნარებში დასრულდა.2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 39 000 აპლიკანტია რეგისტრირებული.