ქვემო ქართლის გუბერნატორმა სოფელ იმირში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგური დაათვალიერა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მარნეულში, სოფელ იმირში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგური დაათვალიერა. ადგილზე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 506 ათას 949 ლარს შეადგენს. ქვემო ქართლის გუბერნატორის  ინფორმაციით, პროექტის  განხორციელების შედეგად 17 სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა გახდა შესაძლებელი.