რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნენ და შესრულებული სამუშაოების ხარისხით დაინტერესდნენ.მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, მოადგილეებთან ერთად, თავდაპირველად მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული ქუჩა, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მისი რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.მშვიდობის ქუჩაზე დღეისათვის სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება. პროექტს შპს ,,ჰერიო“ ახორციელებს და მისი ღირებულება 1 221 776 ლარია.გრიგოლ ნემსაძე და ირაკლი ტაბაღუა, დღესვე მე-11-ე მიკრო რაიონში, სოციალური საცხოვრისის სამშენებლო სამუშაოებსა და გორის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების ჩიხების, ვახუშტისა და იაღლუჯის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ.მე-11-ე მიკრო რაიონში მშენებარე სოციალური საცხოვრისი,რომელიც 52 ოჯახზეა გათვლილი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სამება“ ასრულებს. გორის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების ჩიხების, ვახუშტისა და იაღლუჯის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს ,,სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ აწარმოებს.
მთავარი ყველა საზოგადოება ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა