ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი აშენდება

ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი აშენდება. საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ქვემო ქართლის გუბერნატორის თქმით, იმის გამო რომ ბოლო პერიოდში პრობლემა რეგიონებში მწვავედ დგას და თითოეული მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს თავშესაფრის მშენებლობას, დადგა დღის წესრიგში საკითხი, რომ შვიდივე მუნიციპალიტეტს საერთო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი ჰქონდეს.  ჯერ ჯერობით უცნობია თუ სად აშენდება თავშესაფარი, გრიგოლ ნემსაძის თქმით გადაწყვეტილება ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული და შეირჩევა ოპტიმალური ადგილი.