ღამის საათებში ხმაურს რუსთავის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს

ღამის საათებში ხმაურს რუსთავის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც სხდომაზე განმარტეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირების, შეტყობინების მიღების შემდგომ გავლენ ადგილზე და ნორმული ზღვრის გადაცდომის შემთხვევაში შედგება სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმა გამოიწერება. სამსახურმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას შესაბამისი აპარატურის მოთხოვნით, რომლითაც ხმაურის დასაშვები ნორმა უნდა გაზომოს.

შეგახსენებთ, ამ დრომდე აღნიშული საქმიანობა საპატრულო პოლიციის პრეროგატივა იყო.