ცურვაში საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატი დაიწყო . პირველ შეჯიბრებაში რუსთაველმა მოცურავეებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები კომპლექსურ და თავისუფალ სახეობებში მოიპოვეს. შეჯიბრებები დღეს 400 მეტრიან დისტანციებში გაიმართა .ჩემპიონატზე 20 რუსთაველი სპორტსმენი ასპარეზობდა . ზაფხულის ჩემპიონატი ცურვაში 15 ივლისს დასრულდება .