წარჩინებული მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან

ქვემო ქართლის გუბერნატორი , გრიგოლ ნემსაძე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა, სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელები და საჩუქრები გადასცა .წელს პირველად ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით,წარმატებული მოსწავლეები მათ შორის  რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი წარჩინებული კურსდამთავრებულები , ეტალონის და საგანმანათლებლო პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეები ქალაქ ქობულეთში,საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან .შეხვედრის ფარგლებში წალკის მერმა, ილია საბაძემ და მარნეულის მერის მოადგილემ , ლაშა ლობჯანიძემ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ფულადი საჩუქრები გადასცეს .