ხორვატიის ნაკრების ფორმა საქართველოში შეიკერა

ხორვატიის ნაკრების 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმები საქართველოშია დამზადებული. ამის შესახებ ინფორმაცია Nike-ის ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ვებგვერდზე განთავსებული ფორმების იარლიყზე წარწერაა “Made In Georgia”.

გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის ფედერაციის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.