12 წლის რუსთაველ ბალერინას საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება დღეს ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. მარიამ ბეჟოშვილმა საერთაშორისო კონკურსზე „პარიზის ვარსკვლავი“ მეორე ადგილი დაიკავა და ქალაქში გამარჯვებით დაბრუნდა. ქალაქის პირველი პირებისგან, პატარა ბალერინას კონკურსზე წარმატებით მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. მადლობის სიგელი ქალაქის პირველი პირებისგან, მარიამის პედაგოგს ნატალია ფურცელაძესაც გადაეცა. 12 წლის მარიამი პარიზში რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაემგზავრა. მარიამი ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლაში სამი წელია ბალეტის ოსტატობას ეუფლება. 20 ივლისს პარიზში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე 12 წლის ბალერინამ მე-2 ადგილი დაიკავა და ქალაქში გამარჯვებული დაბრუნდა.