13 ივლისს მზე ნაწილობრივ დაბნელდება

2018 წლის ივლისის თვეში დედამიწელები მზის და მთვარის დაბნელებებს ვიხილავთ. ხვალ 13 ივლისს, პარასკევს მზის ნაწილობრივ დაბნელება მოხდება. მზის დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიის უკიდურეს სამხრეთში, ახალ ზელანდიაში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ან ანტარქტიდის სანაპიროზე.

მზის ნაწილობრივი დაბნელების შემდეგ კი 27 ივლისის ღამეს, დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები 21-ე საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივ მთვარის დაბნელებას იხილავენ.

ასტრონომთა განცხადებით, სრული დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, ნაწილობრივი დაბნელება კი 3 საათსა და 55 წუთს. დაბნელება დიდხანს იმიტომ გაგრძელდება, რომ მთვარე გაივლის დედამიწის ჩრდილის ყველაზე ბნელ რეგიონში, რომელსაც უმბრას უწოდებენ და მთვარეს “სისხლიან” ფერს აძლევს.