23 წლის მამაკაცი ნადირობის დროს ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხის ტყეში, სოფელ მსხალგორის სიახლოვეს არსებულ მთებში, კლდეში ჩავარდნილი 23 წლის კაცის ცხედარი ამოიტანეს. ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განვალობაში ეძებდნენ. სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩაერთო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.