ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 1277 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ჯიგრაშენი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მანგლისში წყნეთელის, გურამიშვილის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე 621 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ალავარი, დიოკნისი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 69 აბონენტს პატარა დმანისში, 11:00-დან 19:00 საათამდე 1290 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ვაშლოვანი, გერანზავოდი, ბორბალო, შულავერი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე 1214 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, ნზიანეთი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე 707 აბონენტს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე, 11-ე მიკრორაიონში და რუსთავის 22-ე კმ-ზე, 12:05-დან 19:00 საათამდე 2059 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ფონიჭალა, კრწანისი, წინუბანი, ნორიო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1309 აბონენტს წალკაში გაგარინის, ლერმონტოვის, ხრამის, პიონერის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში დარაკოვი, გუნიაკალა, წინწყარო, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.