თბილისის ზღვაზე 27 წლის ბიჭი დაიხრჩო. მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები.