ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს 10:30-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 1292 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო, თაზაქენდი, სადახლო და მიმდებარე სოფებში; 29 ივლისს 09:00-დან 18:00 საათამდე 57 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო, კაპანახჭი და მიმდებარე სოფლებში; 30 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე 1964 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ბორბალო, ალექსეევკა და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 19:00 საათამდე 161 აბონენტს ფონიჭალაში, კრწანისში, გარდაბანში, წითელ ხიდთან და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.