გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +40, +43 გრადუსს მიაღწიოს; ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.