4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 3067 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ქეშალო, ილმაზლო, ქესალო, სართიჭალა, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 13:00 საათამდე 1159 აბონენტს დმანისში 9 აპრილის, გორგასლის, ცურტაველის, გამსახურდიას, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:30 საათამდე 863 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ორბეთი, პანტიანი, რანჩო, ჩხიკვთა და მიმდებარე სოფელბში, 14:00-დან 14:30 საათამდე 2304 აბონენტს გარდაბანში აღმაშენებლის, 1 მაისის, ოქტომბრის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გარდაბნის რაიონის სოფლებშიქესალო, ნაზარლო, ლელაშხა და მიმდებარედ, 16:00-დან 20:00 საათამდე 509 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.