WK1 და MMA ბრძოლები ღია ცის ქვეშ-ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება სასტუმრო „რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გაიმართება. 7 ქვეყნის  სპორტსმენები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.  19:00 საათიდან ბრძოლები WK1 კატეგორიაში გაიმართება ,რომელში მონაწილეობასაც როგორც ქართველი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან  სპორტსმენები მიიღებენ. ამ ვერსიაში მაყურებელს 17 ბრძოლა ელოდება, რომელშიც 34 სპორტსმენი იასპარეზებს. WK1 -ის შემდეგ, 29 ივლისს ორთაბრძოლები, უკვე MMA -ში გაიმართება . ამ ვერსიაში  10 ბრძოლაა დაგეგმილი, ერთმანეთს 20 სპორტსმენი  გაუწევს კონკურენციას. საერთაშრისო ორთაბრძოლებთან დაკავშირებით სასტუმრო „რუსთავის“ ახალ საკონფერენციო დარბაზში , საინფრომაციო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა , საერთაშორისო შეჯიბრების მნიშნელობაზე ისაუბრეს და სპორტსმენებს წარმატება უსურვეს.დაინტერესებულ პირებს ორთაბრძოლების ნახვის შესაძლებლობა, TV4-ის ეთერის და ოფიციალური ფეისბუქ გვერდის  TV4.ge  საშუალებით შეეძლებათ. საერთაშორისო შეჯიბრების მედია  პარტნიორები არიან TV4.ge და Radio4. მხარდამჭერები Hotel Rustavi / სასტუმრო რუსთავი Creative Group