ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაბა კაზრეთის დღის ცენტრი მოინახულა და ერთ-ერთ ბენეფიციარს 80 წლის იუბილე მიულოცა.
დაბა კაზრეთში დღის ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს . ცენტრი ყოველდღიურად 130 მენეფიციარს ემსახურება.
,,როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლიდან, დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს. ამ ცენტრში მთელი დღის განმავლობაში იკრიბებიან ხანდაზმულები დაბიდან და მიმდებარე სოფლებიდან. პროექტის მდგრადობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის დასაწყისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მერიამ აიღო ვალდებულება პროექტს ’’ღირსეული სიბერე” , ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველთვის მზად არის მხარში ამოუდგეს ხანდაზმულებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.