გრიგოლ ნემსაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ხვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამ წუთებში სახელმწოფო რწმუნებულ-გუბერნატორებს ხვდება. შეხვედრას ცხრავე რეგიონის გუბერნატორი ესწრება, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს დილით თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი დღეს თანამდებობიდან გადააყენა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობაზე რჩებიან გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

შეხვედრამდე გუბერნატორებს ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.