დღეს 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. გამოცდები დაწყებითი კლასების შემდეგ , ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული მასწავლებლებიდან და მასწავლებლობის მსურველებიდან აპლიკანტთა დაახლოებით 28 % არ გამოცხადდა.. რუსთავის საგამოცდო ცენტრში დილიდან უხარვეზოდ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. რუსთავში მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდაზე, 91 აპლიკანტი არ გამოცხადდა. შეგახსენებთ ,რომ 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების და საგნის გამოცდაზე, ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა კი ფრანგული ენის გამოცდაზე. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯამში მასწავლებელთა გამოცდაზე დაახლოებით 28 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული.