იაპონიის მთავარ კუნძულს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება

ტაიფუნი, რომელიც ძალას ამ დრომდე არ კარგავს ქვეყნის სანაპიროებს დღეს ღამით, ან ხვალ დილით მიუახლოვდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი მიმართულებას შეიცვლის და კუნძულ იძუს დაატყდება თავს.

იაპონიაში ტაიფუნი „ჯონდარის“ მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა და ასევე ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა

მეწყერს და წყალდიდობებს მეტეოროლოგები ისევ იმ რაიონებში ელოდებიან, რომლებიც ივლისში უკვე ძლიერ დაზარალდა და სადაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი უკვე იყო. იაპონიაში ტაიფუნ „მარიას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მაშინ 216-ს მიაღწია