რუსთავის საგანმანათლებლო ცენტრში გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩატარდა . დღეს პედაგოგები გამოცდას, უცხო ენებში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში აბარებდნენ . საგანმანათლებლო ცენტრში 17 სექტორი იყო დატვირთული.გამოცდაზე რეგისტრირებული 211 პედაგოგიდან 78 პედაგოგი არ გამოცხადდა .რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები . დღესვე რუსთავის საგამოცდო ცენტრში მეორე სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ბიოლოგიაში ჩააბარებენ.