ქალაქ რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას და გიორგი ჭყონდიდელის სახელობის, სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით რეხვიაშვილის ინიცატივით, „ჭყონდიდელის დასახლების“ მოსახლეობის ნაწილთან, მორიგი გასვლითი შეხვედრა გაიმართა.
ქალაქის მერი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობის პრობლემებს და საჭიროებებს ადგილზე სწავლობდნენ. გამოიკვეთა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი, მათ შორის გოგოლის №2 – ში საკანალიზაციო სისტემის, გარე განათების და სხვა რიგი საჭიროებები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მერის მოაგილე გოჩა ლორია და ქალაქ რუსთავის მინიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები.