გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით.
როგორც მთავარი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი განმარტავს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33-35 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რუსთავში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 36- 39 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. 6-7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.