შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში გენერალურმა ისნპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, შედეგად კი, სამსახური 65-მა თანამშრომელმა დატოვა.
“გენერალური ინსპექციის მიერ 6 თვის განმავლობაში გამოვლენილია 800 სამართალდარღვევა. ამის გამო სხვადასხვა სახით იყო პასუხისგებაში მიცემული არაერთი პირი, მათგან 65 არის დათხოვილი შს სამინისტროს რიგებიდან. ძირითადად ესენი არიან საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები“, – განაცხადა გახარიამ.
მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.