რუსთაველ ჟურნალისტს წამებით ემუქრებიან

ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიმართ განხორციელებული მუქარის საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი მუქარით დევნას გულისხმობს.როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დანაშაული ჯარიმას, 1 ან 2 წლით შინაპატიმრობას, ან თავისუფლების 3 წლის ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 18 მაისს, სოციალური ქსელის საშუალებით, ჟურნალისტის მიმართ, ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილის მიერ განხორციელებულ მუქარას.

„18 მაისს, ფეისბუქის “უცხოთა” მონაწერებში მივიღე უწმაწური მუქარა. იდენტიფიცირებადი, ღია პროფილის მქონე მომხმარებელი მემუქრებოდა სხეულზე ცეცხლის წაკიდებით. მხოლოდ ერთი ფრაზა მივწერე – პოლიციას შევატყობინებ – მეთქი და ამაზე პასუხად გაუპატიურებით დამემუქრა. კი არ შემაგინა, კონკრეტულად დამემუქრა გაუპატიურებით. უპასუხოდ დავტოვე, მაგრამ მეორე დღეს ისევ უტიფრად გააგრძელა მოწერა.
არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს მუქარის ავტორი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ. მისნაირების დაუსჯელობის გამო კი, ფაქტია, ყოველდღე საფრთხის ქვეშ დგას მშვიდობიანი ადამიანების ჯანმრთლეობა და სიცოცხლე. ასევე აღსანიშნაავია, რომ მუქარა უკავშირდებოდა ჩემს გამოსვლას ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, სადაც მე დავგმე ჰომო-, ქსენო -და სხვა ფობიებით მოქმედი, ასე მომრვალებული ჯგუფების მხრიდან ძალადობა. ეტყობა, ძალადობით მუქარის ავტორს გულზე მოხვდა ჩემი ნათქვამი “კავკასიის” ეთერში. რაც შეეხება პოლიციას, თავიდან რეგირებდნენ პროფესიულ ფარგლებში. როდესაც მუქარა გაგრძელდა და ისევ მივმართე, ანუ ვაგრძნობინე რომ საქმე ჩემთვის სერიოზულია, ცდილობდნენ ისრების ჩემსკენ გადმოტანას და “ქალბატონო, თქვენ ნუღარ აღიზიანებთო“-ესეც კი მითხრეს, როდესაც გაიგეს, რომ მუქარის ავტორის ფოტოები მქონდა გამოქვეყნებული ფეისბუქზე. ჩემმა ადვოკატმა განუმარტა, რას ველოდებით კანონის ფარგლებში. სამი, სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, უკვე ერთი თვეა არავინ შემხმიანებია“, – განაცხადა ნათია კობერიძემ.