რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ყოფილი ბაღის შენობასთან სახანძრო სამაშველო სამსახური იყო გამოძახებული. ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. როგორც გაირკვა სახლის მეპატრონეს გაზქურა ჩართული დარჩა, რამაც აალება გამოიწვია. ადგილობრივებმა სახანძრო სამაშველო სამსახურის მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობა თავად მოახერხეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება იყო.