ხანძარი მე-16 მიკრორაიონში. ცეცხლი მეორადი საბურავების ერთ-ერთი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ერთი ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.