დღეს ქალაქ ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი“ რუმინეთში დაგეგმილ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა , ფესტივალზე 10 ქვეყნის , ჩინეთის , ესპანეთის , საბერძნეთის, ბულგარეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინას ქორეოგრაფიული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას , საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით მხოლოდ „ ბოლნელი „ წარდგება .
ანსამბლს გასვლითი ღონისძიებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა აქვს მომზადებული , როგორც „ბოლნელის „ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს , პროგრამის ფარგლებში ანსამბლი მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს წარმოუდგენს .