თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.ამ დროისთვის გზაზე მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთის 800 მეტრიანი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დაწყების პროცესს დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. მონაკვეთი ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს და სამშენებლო არეალი მრავალსართულიანი სახლებიდან 120 მეტრით არის დაშორებული. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 119 მილიონი ლარია. თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის ავტორების თქმით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.












