ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის პოსტზე სავარაუდოდ შოთა რეხვიაშვილი დაინიშნება. Tv4.ge შოთა რეხვიაშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარში აღნიშნულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ჩვენი ინფორმაციით, შოთა რეხვიაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ მთავრობაშიც და მისი წარდგენა ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე მომავალ კვირას მოხდება.
შოთა რეხვიაშვილი 2004–2008 წლებში ქვემო ქართლის პროკურორი იყო. ამჟამად კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.