რუსთავის მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნოდ მზადება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ცნობილია საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს  28 ოქტომბერს აირჩევს. ,,tv4” დაინტერესდა დაიწყო თუ არა საარჩევნოდ მზადება რუსთავის მეოცე საოლქო საარჩევნო კომისიამ. როგორც ქრონიკას საოლქოს ხელმძღვანელმა გაგა აფციაურმა განუცხადა საარჩევნო პროცედურები დაწყებულია.

რუსთავში სულ  105 027 ამომრჩეველი  და 84 უბანი ფიქსირდება .  საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით საარჩევნო კომისიამ შეარჩია  კენჭისყრისთვის შესაფერისი შენობა ნაგებობები. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე  გამოცხადდა და მიმდინარეობს განაცხადების მიღება . უახლოეს მომავალში დაიწყება  პატიმრებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება საარჩევნო კენჭისყრისთვის საჭირო ბიუჯეტს , ცენტრალური  ადმინისტრაცია საოლქო საარჩევნო  კომისიებს ტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო ბიუჯეტს უახლოეს მომავალში ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შესაბამისად გამოუყოფს.