რუსთავში ზოგად უნარებში მაქსიმალური ქულა ჯონი უბირიამ მიიღო

2018 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების შედეგები ცნობილია. რუსთავში მაქსიმალური ქულა ზოგად უნარებში #4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჯონი უბირიამ მიიღო.  ჯონი უბირიამ მაქსიმალური, 80 ქულიდან  78 ქულის მოპოვება შეძლო.

„ერთი წელი ვემზადებოდი, 75 ქულას მაინც ველოდებოდი.  გამოცდა არ იყო ჩემთვის რთული, მათემატიკური არ გამჭირვებია საერთოდ, ვერბალურს რაც შეეხება რაღაც ცვლილებები შევიდა და ცოტა დაბნეულობა იყო აბიტურიენტებში“–აცხადებს  tv4.ge-სთან საუბარში აბიტურიენტი. მისივე თქმით, სხვა საგამოცდო საგნებშიც მაღალ შედეგებს ელოდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური შედეგი  80 ქულა მხოლოდ ერთმა მოსწავლემ აჩვენა. ის თბილისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა.