შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „ქრონიკამ „ გაარკვია რუსთავში უცხო ენებში მაქსიმალური შეფასება 90 ქულა ბექა გურგენიძემ , გვანცა მამუკაშვილმა , მარი ბიჭოშვილმა, მარიამ გავაშელიშვილმა და თეკლა დევდარიანმა მიიღო. როგორც აბიტურიენტები აღნიშნავენ მაღალ შედეგებს მოელოდნენ და გამოცდაზე მოსულ დავალებებს თავი მარტივად გაართვეს . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით , უცხო ენების გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6% -მა ვერ გადალახა .
გამოცდების შედეგების ნახვა აბიტურიენტებს 12 საათიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლოთ.