ქალაქ გარდაბანში ხუთი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება

ქალაქ გარდაბანში ხუთი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „BUILD TERRITORY“ ასრულებს, მისი ჯამური ღირებულება კი 764 010 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით მოეწყობა №1 ბაგა-ბაღის შენობის გარე-ფასადი, შემოიღობება ტერიტორია და დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები. რაც შეეხება №2; №3; №4 და №5 ბაგა-ბაღებს, შენობების სრული რეაბილიტაცია მოხდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად ვადა 9 სექტემბრამდე აქვს. პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას შპს „ოპტიმალ გრუპ+“ უწევს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღი რეაბილტირდება.