აბაშაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და არცერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, პრევენციის მიზნით, სოფლებში – წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწვეტილება მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო მიიღეს.