2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების აპელაციის შედეგები სამშაბათს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდება. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც წესი, ეტაპობრივად ქვეყნდება თითოეული საგნის სტატისტიკური მონაცემები, რის მიხედვითაც ცნობილი ხდება რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა და რამდენმა აპლიკანტმა მიიღო მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა – დამატება, გადაადგილება, წაშლა, 22 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.