რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქში ღონისძიებები დილიდან დაიწყება. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის აგრესიის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. მოძღვარი გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის. საქართველოს ჰიმნით და პატრიოტული თემატიკის სიმღერებით საზოგადოების წინაშე წარსდგება ანსამბლი „მე რუსთველი“ .ქალაქის პირველი პირები, გმირთა საფლავებს მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ. დღის დასარულს, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში დაღუპული გმირების , 8 აგვისტოს ომის ფოტოებისა და დაღუპულთა პირადი ნივთების გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე იგეგმება გმირების ცხოვრების შესახებ ვიდეო რგოლის ჩვენება. ღონისძიებს კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები, სამხედროები და ყოფილი მებრძოლები დაესწრებიან.
მთავარი ყველა საზოგადოება აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით,ქალაქში სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა