ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას მეუღლე იკითხება. რაც შეეხება თავად ჭანტურიას მას ოფიციალურად ბრალს ხვალ წაუყენებენ. ამის შესახებ TV4-ს დაკავებულის ადვოკატმა ანი კეკენაძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით გიორგი ჭანტურია ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ,,გიორგის ვესაუბრე და მეზვრიშვილის ბრიფინგით გაოცებულია. გიორგი აცხადებს იმას, რომ მას არ მოუკლავს სამსონ ქუთათელაძე და მას მკვლელობის საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. მტკიცებულებები საქმეში, რომელიც დაადასტურებდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენას, არ არსებობს. გიორგი ჭანტურია არის აღნიშნულ დანაშაულში აბსოლუტურად უმოტივოდ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვერსიებს შემოგთავაზებთ მას შემდეგ, რაც უკვე გავეცნობით საქმის მასალებს. ვინაიდან, გამოკითხულია ძირითადი ნაწილი მოწმეების, იანვრის თვეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე მათ შეცვლილი აქვთ ჩვენებები, ისიც პოლიციის ზეწოლის მიერ, ჩადებულია იარაღები” – აღნიშნა კეკენაძემ.
ცოტა ხნის წინ ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეუძლოდ გახდა გიორგი ჭანტურიას მამა, ზურა ჭანტურია. რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიგადაიყვანეს.
შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს.
მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.