ავტომაგისტრალზე ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
შსს-ს ცნობით, დეტალების დადგენის მიზნით, ჩაინიშნება ექსპერტიზა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.