ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.