ბათუმში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეჯახება ძლიერი იყო, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
შსს-ის ინფორმაციით, დაღუპული კაცი 60 წლის არის.
“ერთი ადგილზე გარდგაცვლილი დაგვხვდა, ხოლო მგზავრი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო,” -აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.