ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის გამზირზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე. ერთმანეთს ,,ჰონდას” მარკის და ,,ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა.დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.