ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის გზატკეცილზე. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.