საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.
23 – 25 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო რაინებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რუსთავში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა-ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი.