ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი სკოლის შენობა აშენდა . სკოლის მშენებლობა მცირე კონტიგენტიანი სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში  განხორციელდა.სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და დაწყებითი კლასებისთვის საჭირო სასწავლო ინფრასტრუქტურით , შენობაში განთავსებულია ევროპული სტანდარტების საკლასო ოთახი , სველი წერტილები და სპორტული დარბაზი .

სკოლის შენობის მშენებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმით განხორციელდა .