ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში ბანაკი მოეწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში ბანაკი მოეწყო. ბანაკი ფესტივალის One Caucasus 2018-ის ფარგლებში გაიხსნა. ფოლადაური 25 ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებს მასპინძლობს. ფოლადაურის ბანაკის ტერიტორიაზე შენდება One Caucasus-ის სოფელიც, სადაც გასართობი სივრცეები, ღია კინოთეატრისა და სათამაშო მოედნების მოეწყობა მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში 26 აგვისტოს ინტერდისციპლინარული გასეირნება არის დაგეგმილი. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, ქალაქი ბოლნისი დაათვალიერონ.ფესტივალი One Caucasus 2018-ის პირველ და ორ სექტემბერს დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება .