ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციამ მინდვრის ახალი საფარის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სადრენაჟო და სარწყავი სისტემები.ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებსც 2-3 წლის პერსპექტივაში ტრიბუნების სრული რეაბილიტაცია განახორციელოს,შესაბამისად ბოლნისის ცენტრალური სტადიონი ეტაპობრივად რეაბილიტირდება. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია მოიპვოს ლიცენზია და უმასპინძლოს ეუფა 2-ის თამაშებს. როგორც „ქრონიკას“ მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ტრიბუნის პროექტის ექსპერტიზა უახლოეს დროში დასრულდება,რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი სამუშაოების შესყიდვას დაიწყებს.
ბოლნისის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებსც 2-3 წლის პერსპექტივაში ტრიბუნების სრული რეაბილიტაცია განახორციელოს